სიახლეები

09 ივნისი, 2025

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ჯინჭარაძის კადიდატურა წარადგინა


➡️აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ჯინჭარაძის კანდიდატურა წარადგინა.

 

➡️პრეზიდიუმის წევრებმა გიორგი ჯინჭარაძის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნის თანხმობის მისაღებადსაქართველოს მთავრობისთვის მიმართვის საკითხი განიხილეს.

 

➡️განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ მიმართვას.

 

➡️კანდიდატურასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საქართველოს ცენტრალურ მთავრობასთან უკვე დაწყებულია. გიორგი ჯანჭარაძე დაიბადა 1992 წლის 6 მაისს. ამ დრომდე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

 

➡️2021 -2024 წლამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. ცნობისთვის, 2 ივნისს ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და აღნიშნული სამთავრობო ცვლილებები სწორედ ამ ფაქტით იყო განპირობებული.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად