სიახლეები

04 ივნისი, 2025

თეა ახვლედიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა


➡️შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან - ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში მაგდალენა გრონოსთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაერო-ს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტოფ შპეტთან.
 
➡️სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
 
➡️შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე. 
 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად