სიახლეები

14 მაისი, 2025

ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის ა/რ მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

➡️სხდომაზე, პირველ საკითხად, 2025 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს, რომელიც დევნილთა სოციალური მხარდაჭერის და ინფრასტრუქტურული პროექტების გასაძლიერებლად, ასევე არსებული რესურსების ოპტიმიზაციისა და პრიორიტეტული მიმართულებების დამატებითი ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.

➡️სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დასრულდა მთავრობის წარმომადგენლობების აფხაზეთის მთავრობის აპარატის დაქვემდებარებაში გადმოსვლის პროცესი, რომლის მიზანს სამინისტროების პროგრამების შესახებ აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა წარმოადგენს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად