სიახლეები

30 მარტი, 2023

სახალხო დამცველი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა – იოსელიანი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებსაც შეხვდება


დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ცოტა ხნის წინ ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ის აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს გაესაუბრა, რათა მათგან გაეგო იმ არსებული ბარიერებისა და პრობლემების შესახებ, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

“ჩამოვედი საოკუპაციო ხაზთან. თქვენ იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ იმ მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლებიც მოძრაობენ ძირითადად გალში და ჩვენი წარმომადგენელი არის ამით დაკავებული, მათი უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგით. მოვედი, რომ ეს ყველაფერი ჩემი თვალით მენახა და მე თვითონ გავსაუბრებოდი ადამიანებს, რომლებიც გადმოდიან და მათგან მიმეღო ინფორმაცია იმის შესახებ, რა ბარიერები აქვთ გადაადგილების დროს, რა პრობლემები ექმნებათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ სახალხო დამცველის ოფისი ამ საკითხს და კიდევ უფრო გავაგრძელებთ ამ თვალსაზრისით მათი უფლებების მონიტორინგს”, – უთხრა იოსელიანმა ჟურნალისტებს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენლებიც. 
დღესვე ლევან იოსელიანი სოფლებს წყოუსა და ხურჩას ეწვევა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად