სიახლეები

09 მაისი, 2025

ლევან მგალობლიშვილმა ქუთაისში, დროებით დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა


➡️დღეს, 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა.ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა.

➡️მთავრობის თავმჯდომარემ 99 წლის გულრიფშელ ორესტი ბერულავას 9 მაისი მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა. ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სარეზერვო ფონდიდან, აფხაზეთიდან დროებით დევნილი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 1000 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად