სიახლეები

01 მაისი, 2025

ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის ა/რ მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა


➡️აფხაზეთის ა/ რ მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ჯანდაცვის მიმართულებით დასავლეთ საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომლებიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბენეფიციარების ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.

➡️უახლოეს დღეებში მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვევა, სადაც რამდენიმე ქალაქში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქციების მიმდინარეობას ადგილზე პირადად გაეცნობა.

➡️მთავრობის თავმჯდომარე მინისტრებთან ერთად ასევე აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდება და აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს გააცნობს.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად