აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
04 აპრილი, 2023
6 აპრილს, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე პრემიერა „ვთამაშობთ კაბუკის“ გაიმართება
ტრადიციული იაპონური თეატრ „კაბუკის“ პიესა „აბრეშუმის ფარანი“ მისტიკური კომედიაა მარადიული სიყვარულის, კარმისა და ბედის ძალების შესახებ. საოცრად ლამაზი და პოეტური ენით დაწერილი პიესა მოგვითხრობს ახალგაზრდა სამურაისა და გოგონას სიყვარულის ამბავზე.
სოხუმის თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგებიან მსახიობები მილენა აჟიბა და ნინო პაპავა, რომლებიც აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ბლოგერები არიან და მედია პროდუქტს – „გოგონები აფხაზეთიდან“ ქმნიან.
„ვთამაშობთ კაბუკის“ სპექტაკლის ნახვა მაყურებელს 6, 7 და 8 აპრილს სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეეძლებათ.
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2026
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
20 ნოემბერი, 2026
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე