აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
15 აპრილი, 2025
"გაკვეთილი აფხაზეთი"-თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში ჩატარდა
„გაკვეთილი აფხაზეთი“- აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტია, რომლის ფარგლებში ცენტრის სპიკერები ქ. თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.
გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცნენ შემეცნებით ვიდეომასალას, რომელიც აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, კონფლიქტის ქრონოლოგოგიის, აფხაზეთის ომის გმირების შესახებ გადმოსცემს ინფორმაციას.
პროექტი აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და 2025 წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით, მე-10 მე-11 კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ცენტრის მიერ მომზადებულ ვიდეომასალას, რომელიც აფხაზეთზე ამომწურავ ინფორმაციას შეიცავს.
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2026
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
20 ნოემბერი, 2026
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე