აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
03 აპრილი, 2025
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტი „გაკვეთილი აფხაზეთი“ საქართველოს რეგიონებში გრძელდება
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტი „გაკვეთილი აფხაზეთი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გრძელდება. ცენტრის სპიკერები ამჯერად ქალაქ ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
გაკვეთილს მე-10-მე11 კლასის 80-მდე მოსწავლე დაესწრო. ზუგდიდელი მოზარდები ინტერესით გაეცნენ ცენტრის მიერ აფხაზეთზე მომზადებულ ვიდეომასალას,რომელიც ინფორმატიული და შემეცნებითი დატვირთვისაა.
პროექტი, რომელიც აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, წლის ბოლომდე გაგრძელდება. ჯამში საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრი საქართველოს მასშტაბით 100 სკოლის მონახულებას გეგმავს.
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2026
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
20 ნოემბერი, 2026
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე