სიახლეები

04 მარტი, 2025

ლევან მგალობლიშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდში მონაწილეობს


➡️დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი  ოფიციალურად დაიწყო. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი იმყოფება.
➡️ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის ძირითადი თემები იქნება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები.
➡️საუბარი ასევე შეეხება ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და უკანონო დაკავებების ფაქტებს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად