სიახლეები

17 თებერვალი, 2025

დავით ფაცაციამ დევნილთა ობიექტებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში მდებარე დევნილთა განსახლების 7 ობიექტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.


➡️ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში, თბილისში - საბურთალოზე, ჩუღურეთში, ნაძალადევში, გლდანში, დიდ დიღომსა და სამგორში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში განხორციელდა სხვადასხვა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები, მათ შორის სახურავის, სადარბაზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, შენობის ფასადის, სახურავების წყალშემკრები სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია.

➡️იხილეთ ვრცლად:



 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად