აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
22 იანვარი, 2025
სოხუმის დრამატული თეატრი ბერლინის ITO ფესტივალზე სპექტაკლს "იაკიში და პუპჩეს" წარადგენს
30 იანვარს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბერლინის პრესტიჟულ ფესტივალზე - „Into the Open“ (ITO) დავით საყვარელიძის სპექტაკლს „იაკიში და პუპჩეს“ წარადგენს.წარმოდგენა Kühlhaus Berlin-ის სცენაზე გაიმართება.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საფესტივალო სამზადისის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია სპექტაკლის რეპეტიციას დაესწრო.
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2026
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
20 ნოემბერი, 2026
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე