სიახლეები

15 აპრილი, 2023

იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა


მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:55 ზე გადმოვიდა.
საქრისტიანოს უდიდესი საიდუმლო, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

პირველი ცნობები ზეციული ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ უკვე ადრე შუა საუკუნეებში გვხვდება. V-VI საუკუნიდან ამ მოვლენაზე საუბარია სხვადასხვა წყაროებში, თუმცა მინიშნებების დონეზე. პირველი მკაფიო ისტორიული ცნობა უფლის საფლავზე „ზეციური ნათელის“ შესახებ მემატიანეებთან ჩნდება IX საუკუნიდან.

იერუსალიმში ჩასული ლათინი მომლოცველი ბერი ბერნარდი მოგვითხრობს: “დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, უფალი ჩვენი იესო ქრისტეს საფლავზე დილის ლოცვის ჟამს, იმ დროს, როდესაც წარმოითქმევა “კირილეისონ”, ჩამოდის ანგელოზი და ანთებს კანდელს… პატრიარქი ცეცხლს გადასცემს ეპისკოპოსს, ხოლო იგი – მრევლს.”

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

07 ოქტომბერი, 2026

სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის" გლდანის ფილიალში დევნილი მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო აქ...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად