სიახლეები

09 იანვარი, 2025

გლოვის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა


➡️ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ️
➡️გლოვის ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ️
➡️საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად