აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
07 იანვარი, 2025
საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა
დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა.
მისი ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ოჯახს ფინანსურად სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.
„უმძიმესი ტრაგედია მოხდა საბერიოში. ძნელია ამ ვითარებაში გამონახო სიტყვები, რომლითაც შეიძლება ანუგეშო ოჯახი, რომელსაც ეს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს.დღეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ბავშვების ბებია მოვინახულე. მისი ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გაცილებით რთულია სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მძიმე დროს, ყველანაირად გვერდით დავუდგეთ ჭოლარიების ოჯახს და შევუმსუბუქოთ ეს ტკივილი. აფხაზეთის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოვყოფთ ფინანსურ დახმარებას, რომელიც ოჯახის სოციალური რეაბილიტაციის და სხვა საჭიროებებისთვის იქნება აუცილებელი“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს.
მსგავსი სიახლეები
11 აგვისტო, 2026
გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
10 აგვისტო, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ