სიახლეები

11 დეკემბერი, 2024

დავით მორგოშია აფხაზეთის წარმატებულ სტუდენტებს შეხვდა


 აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია სამინისტროს პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ, აფხაზეთის წარმატებულ სტუდენტებს შეხვდა.
 დავით მორგოშიამ ჟიული შარტავას, ილია ვეკუას, თამაზ ნადარეიშვილის, გურამ გაბესკირიას, მიხეილ ჯინჭარაძის და ლორიკ მარშანიას სახელობის, 2024-2025 სასწავლო წლის სტიპენდიატებს შესაბამისი დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
 შეხვედრას ასევე „სკოლის შემდგომი განათლების მხარდაჭერის“ პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
მინისტრმა სტუდენტებს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტრო სამომავლოდ, დევნილ ახალგაზრდებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული პროგრამების შემუშავებას გეგმავს.

იხილეთ ვრცლად:

 



 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 აგვისტო, 2026

დევნილ მოქალაქეთა მისაღები ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას

ვრცლად

Item 1

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად