სიახლეები

22 ნოემბერი, 2024

Interpressnews-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ლევან მგალობლიშვილის აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრში სტუმრობის შესახებ


 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  ლევან მგალობლიშვილი  ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს ესტუმრა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ლევან მგალობლიშვილის თქმით, ტელევიზია უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში.

„ვულოცავ ყველა ეროვნული მაუწყებელს და ჟურნალისტს ტელევიზიის საერთაშორისო დღეს!

ტელევიზია უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში - სწორედ ტელევიზიის საერთაშორისო დღეს ვესტუმრე აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს, რომელიც თავის დროზე აფხაზეთის ტელევიზიის ბაზაზე დაფუძნდა, დღეს კი ტელეკომპანია აფხაზეთის ხმის ეთერში მაუწყებლობს და აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული სატელევიზიო პროდუქტს ქმნის, მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.

მათივე ცნობით, 1996 წელს პირველ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე გაერომ ტელევიზიის მსოფლიო დღე დააწესა, რომელიც ყოველწლიურად 21 ნოემბერს აღინიშნება.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

26 ივნისი, 2026

აფხაზეთიდან დევნილ პირებს ქობულეთსა და ოზურგეთში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ვრცლად

Item 1

26 ივნისი, 2026

"დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა" - ირაკლი კობახ...

ვრცლად

Item 1

24 ივნისი, 2026

მემორანდუმი იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ორგანიზაცია "მშ...

ვრცლად