სიახლეები

22 ნოემბერი, 2024

ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლევან მგალობლიშვილის აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრში სტუმრობას IMEDINEWS.GE ეხმაურება


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს ესტუმრა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან მგალობლიშვილის თქმით, ტელევიზია უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში.

„ვულოცავ ყველა ეროვნული მაუწყებელს და ჟურნალისტს ტელევიზიის საერთაშორისო დღეს!
ტელევიზია უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში - სწორედ ტელევიზიის საერთაშორისო დღეს ვესტუმრე აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს, რომელიც თავის დროზე აფხაზეთის ტელევიზიის ბაზაზე დაფუძნდა, დღეს კი ტელეკომპანია აფხაზეთის ხმის ეთერში მაუწყებლობს და აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული სატელევიზიო პროდუქტს ქმნის, მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.

1996 წელს პირველ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე გაერომ ტელევიზიის მსოფლიო დღე დააწესა, რომელიც ყოველწლიურად 21 ნოემბერს აღინიშნება.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად