სიახლეები

21 ნოემბერი, 2024

თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში აფხაზი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა


 გამოფენა მოეწყო იმ აფხაზი მხატვრებისადმი სოლიდარობის ნიშნად, რომელთა ნამუშევრები რამდენიმე თვის წინ სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა.
 საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი ტილოები აფხაზეთელი მხატვრების 1970-1980-იანი წლების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებია, რომლებიც აკადემიის მუზეუმის ფონდში ინახებოდა. თითოეული მათგანი აკადემიის კურსდამთავრებულია.
 დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ, სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ნუგზარ მგალობლიშვილმა.

  


 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად