სიახლეები

25 ოქტომბერი, 2024

"აბაშა,სოფელი მარანი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის,რადგან ის ბაბუაჩემთან, ბიძინა მგალობლიშვილთან ასოცირდება"-ლევან მგალობლიშვილი


 აბაშაში სოფელ მარანში ახლადრეაბილიტირებული კულტურის სახლი გაიხსნა. შენობა საზეიმოდ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძემ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ გახსნეს.
 ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი დაესწრო
და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი, აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იმავე დღეს  ლევან მგალობლიშვილმა  მისი ბაბუის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ბიძინა მგალობლიშვილის საფლავთან, მის ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი მიაგო. 


იხილეთ ვრცლად:

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად