სიახლეები

23 ოქტომბერი, 2024

ლევან მგალობლიშვილი:“დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“


  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 65 ოჯახს, თბილისში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა.

 დევნილებს ახალი ბინის გასაღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად გადასცა.

  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა დროებით დევნილი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. როგორც მგალობლიშვილი აცხადებს, იძულებით გადადგილებული პირებისთვის პირობების გაუმჯობესება მთავრობის პრიორიტეტია.

   დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ქვეყნის 5 ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, 11 კორპუსი შენდება თბილისში, სადაც ბინა 2 400 ოჯახს გადაეცემა.


იხილეთ ვრცლად:

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 აგვისტო, 2026

დევნილ მოქალაქეთა მისაღები ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას

ვრცლად

Item 1

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად