სიახლეები

01 ოქტომბერი, 2024

ლევან მგალობლიშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის ხელმძღვანელ პირებს აფხაზეთის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა და იმერეთის მხარეში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და გეგმებზე, რომლებიც დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ლევან მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვისა და თანადგომისათვის.

"დღეს ჩვენ ვესტუმრეთ იმერეთის რეგიონს. ეს იყო აფხაზეთის მთავრობის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. იმერეთს ძალიან დიდი დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები აქვს. შესაბამისად, ჩვენი კომუნიკაცია ადგილზე ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარების კუთხით“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძე დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო

ვრცლად

Item 1

12 აგვისტო, 2026

დევნილ მოქალაქეთა მისაღები ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას

ვრცლად

Item 1

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ვრცლად