სიახლეები

30 სექტემბერი, 2024

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონში 29 სექტემბერს გაჩენილი ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია.


  ამის შესახებ  აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრთან სატელეფონო საუბრისას ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით რომ  ენგურჰესის სახანძრო ჯგუფი მეხანძრე-მაშველებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად  მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდა სტიქიას, რადგან ძლიერი ქარის გამო არსებობდა საფრთხე ხანძარი საცხოვრებელ სახლებზეც გადმოსულიყო. 

ლევან მებონიას თქმით, ერთობლივი სამუშაოების შედეგად, დილის 6 საათისთვის სოფელ მახუნჯიის ხანძრის  ძირითადი კერები ლოკალიზებული იყო. თუმცა, რამდენიმე პატარა კერა ჯერ კიდევ არსებობს.

ინფორმაცია ოკუპირებული გალის რაიონში გაჩენილი ხანძრის შესახებ მედიაში 29 სექტემბერს გავრცელდა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძე დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო

ვრცლად

Item 1

12 აგვისტო, 2026

დევნილ მოქალაქეთა მისაღები ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას

ვრცლად

Item 1

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ვრცლად