სიახლეები

17 სექტემბერი, 2024

შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ანსამბლ "აფხაზეთის" სოლო კონცერტი გაიმართა


 ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "აფხაზეთის" სოლო კონცერტი გაიმართა. ანსამბლი "აფხაზეთი" მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით „ქორეონიკონი" წარდგა და ფესტივალის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ "ლირას" ორგანიზებით, წელს მეთერთმეტე სეზონს აღნიშნავს.

 დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა გაბელიამ მიმართა. მან ფესტივალის ორგანიზატორებს აღნიშნული შესაძლებლობისათვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართულ-აფხაზური კულტურის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის პოპულარიიზაციის საქმეში.

 კონცერტს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის მ/შ გიორგი ჯინჭარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

იხილეთ ვრცლად:



 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძე დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო

ვრცლად

Item 1

12 აგვისტო, 2026

დევნილ მოქალაქეთა მისაღები ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას

ვრცლად

Item 1

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ვრცლად