სიახლეები

17 სექტემბერი, 2024

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ახალი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობა უკვე ცნობილია


აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა და ცალკეულ კომიტეტებში ამ წუთებში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მთავრობის ახალ თავმჯდომარედ უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ლევან მგალობლიშვილი ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოიწონა და დღეს, დეპუტატები უკვე მის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ გუნდს განიხილავენ . აღსანიშნავია, რომ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ კვლავ ანზორ მარგიანი რჩება. აფხაზეთის მთავრობის ახალ გუნდში ასევე ორი ყოფილი მინისტრი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია დარჩებიან.
 აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრად წარდგენილია ლაშა ქარდავა, განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დავით მორგოშია, ხოლო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრობის კანდიდატი გიორგი ძიგუაა.
ცნობისთვის, 4 სექტემბერს რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და აღნიშნული სამთავრობო ცვლილებები სწორედ ამ ფაქტით იყო განპირობებული.



 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძე დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო

ვრცლად

Item 1

12 აგვისტო, 2026

დევნილ მოქალაქეთა მისაღები ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას

ვრცლად

Item 1

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ვრცლად