სიახლეები

05 სექტემბერი, 2024

ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამწვავებას ელოდება


 აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებას ელოდება.   როგორც გამახარიამ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრთან საუბარში აღნიშნა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ამ ეტაპზე დაწესებული სანქციები საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით ე.წ საჯარო მოხელეებისთვის თანადაფინანსების კუთხით.

 გამახარიას შეფასებით განათლებისა და ჯანდაცვის ,,სისტემებისთვის” დაფინანსების შეწყვეტა უმძიმესი დარტყმა იქნება დე ფაქტო ხელისუფლებისთვის და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის. „ბატონმა შამბამ, რომელმაც დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ჩაატარა ბრიფინგი, განაცხადა რომ რუსეთიდან მხოლოდ ელექტროენერგიის შესყიდვას დასჭირდება აფხაზეთის ბიუჯეტის ნახევარი, რაც თავის მხრივ უმძიმესი ფაქტი იქნება ოკუპირებული რეგიონისთვის“ - ამბობს გამახარია და ასევე საუბრობს ე.წ აპარტამენტების შესახებ „ კანონის” მოწინააღმდეგეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე და მიიჩნევს, რომ ფაქტი რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობას შორის ურთიერთოებებს მინიმუმამდე დაიყვანს.

  „აფხაზებისთვის ურთიერთობების დარეგულირება ნიშნავს რუსეთის კმაყოფაზე შეუფერხებლად ყოფნას, ხოლო რუსეთი თავის მხრივ ამ ყველაფერს აფხაზეთის საბოლოო ანექსიისთვის აკეთებს. ეს ორი მიზანი კი ერთთმანეთთან შეუთავსებელია. ჩვენ ველოდებით ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას”- აცადებს გამახარია.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

11 მაისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე მეუფე შიოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ეხმაურება: „გვწამს, რომ თქვენი...

ვრცლად

Item 1

09 მაისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა

ვრცლად

Item 1

07 მაისი, 2026

აფხაზეთის ა.რ. უმაღლეს საბჭოში ნინო მირცხულავას ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული“ პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად