სიახლეები

04 სექტემბერი, 2024

ჯემალ გამახარია: სოხუმის მკვიდრი, ჩვენი თანამემამულე, აფხაზეთელი, წარდგენილია მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე


,,უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დიდი უმრავლესობის გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონო ლევან მგალობლიშვილი, სოხუმის მკვიდრი, ჩვენი თანამემამულე, აფხაზეთელი, წარდგენილი არის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე” - ამის შესახებ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განუცხადა.

კანონმდებლობის მიხედვით  აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭო პრეზიდიუმის სხდომაზე შერჩეული კანდიდატი საქართველოს ცენტრალურ მთავრობას უკვე წარედგინა.

,,დღეს დილიდან მიმდინარეობდა კონსულტაციები ახალ კანდიდატთან დაკავშირებით. ამ წუთას დასრულდა პრეზიდიუმის სხდომა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სწორედ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს აქვს უფლებამოსილება საქართველოს შესათანხმებლად წარუდგინოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დიდი უმრავლესობის გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონო ლევან მგალობლიშვილი, სოხუმის მკვიდრი, ჩვენი თანამემამულე, აფხაზეთელი, წარდგენილი არის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე. დაველოდებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. მივიღებთ თანხმობას, მერე უკვე გაგრძელდება პროცედურები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული“ - განაცხადა გამახარიამ.

ლევან მგალობლიშვილი საქართველოს მოქმედი მეათე და ასევე მეცხრე მოწვევის დეპუტატი გახლავთ.

 შეგახსენებთ, ხუთწლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დღეს  დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ მან საზოგადოებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით აცნობა

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძე დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო

ვრცლად

Item 1

12 აგვისტო, 2026

დევნილ მოქალაქეთა მისაღები ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას

ვრცლად

Item 1

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ვრცლად