სიახლეები

04 სექტემბერი, 2024

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილია წარდგენილი


აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ა/რ  მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილს  წარადგენს.  ლევან მგალობლიშვილი უკვე შეხვდა  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიასა და დეპუტატებს. 

სწორედ აღნიშნულ კანდიდატურასთან დაკავშირებით გაიმართება კონსულტაციები აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და ცენტრალურ მთავრობას შორის.

 ლევან მგალობლიშვილი მეცხრე და მეათე მოწვევის  საქართველოს პარლამენტის წევრია.  პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. სხვადასხვა წლებში  გახლდათ თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის კონტროლის სამსახურის უფროსი. 2005–2006 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია, შპს „შუქნიშნების“ დირექტორად.  2010–2013 წლებში გახლდათ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სამდივნოს უფროსი.

დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  სოხუმის ფილიალი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

დაბადებულია ქალაქ სოხუმში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

შეგახსებეთ,   აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტი  რუსლან აბაშიძემ დღეს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად