სიახლეები

30 აგვისტო, 2024

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა


რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომისიამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. - ამის შესახებ აფხაზური ტელეგრამ არხები იუწყებიან. შეთანხმება 7 მაისს იყო ხელმოწერილი ოკუპირებულ სოხუმში. რომლის მიხედვითაც, დგინდება ერთიანი გადასახადი შემოსავლის წყაროსთვის დივიდენდებისა და როიალტის სახით, 10 %-ის ოდენობით. საპროცენტო შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრის გადასახადისგან გათავისუფლებას. შესაბამისად, ასეთ პროცენტებზე გადასახადები შევა იმ სახელმწიფოს ბიუჯეტში, რომელმაც უზრუნველყო სახსრები. შეთანხმება ასევე განსაზღვრავს სამშენებლო ბიზნესის გათავისუფლებას მოგების გადასახადისგან შეღავათიან პერიოდში, რომელიც 18 თვეს შეადგენს.

როგორ აფასებენ ფაქტს ქართველი ექსპერტები?!

იხილეთ ვრცლად:

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად