სიახლეები

21 აგვისტო, 2024

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს


”საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“. ისინი ამჟამად იმყოფებიან დე ფაქტო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ ქართველი ექსპერტები. მათი თქმით, მსგავსი რეიდები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ დე ფაქტო ძალოვანი უწყებების ძალის დემონსტრირების ჩვენებას ემსახურება.


 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძე დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო

ვრცლად

Item 1

12 აგვისტო, 2026

დევნილ მოქალაქეთა მისაღები ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას

ვრცლად

Item 1

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ვრცლად