სიახლეები

23 მაისი, 2023

რუსლან აბაშიძე პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“-ს კურსდამთავრებულებს შეხვდა


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ჯვარში, პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“-ს კურსდამთავრებულებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ სასწავლებლის შენობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ასევე სტუდენტების სასწავლო და პრაქტიკულ სამუშაო გარემოს გაეცნო.

კოლეჯის ბაზაზე, ამ ეტაპზე, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან პროფესიული განათლება ექვსმა ახალგაზრდამ მიიღო. პროგრამა გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისის, პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, რუსლან აბაშიძემ ფოცხოეწერში მოქმედი, ახლადაშენებული სახელოსნოც მოინახულა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის” თანამშრომლობით ხორციელდება. სახელოსნოში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები „ხის მხატვრული დამუშავების“ პროფესიულ პროგრამას ეუფლებიან.

https://youtu.be/cH1JRn5Ps1c

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

07 ოქტომბერი, 2026

სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის" გლდანის ფილიალში დევნილი მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო აქ...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად