სიახლეები

14 აგვისტო, 2024

14 აგვისტო-აფხაზეთში ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა


14 აგვისტო საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მძიმე თარიღია. 32 წლის წინ,ამ დღეს აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. ათასობით მსხვერპლი,ასეულობით დაკარგული, დევნილად ქცეული 300 000-ზე მეტი ადამიანი, ეთნიკური წმენდა.
13 თვის და 13 დღის განმავლობაში გაგრძელებული საომარი მოქმედებები სოხუმის დაცემითა და რეგიონის დროებითი ოკუპაციით დასრულდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა თბილისში, ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.


 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად