სიახლეები

09 აგვისტო, 2024

ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზა აღარ აშენდება?!-ახლადდანიშნული სერგეი შამბას განცხადება


ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა აღარ იგეგმება. როგორც ახალდანიშნული დე ფაქტო მინისტრი სერგეი შამბა “რიანოვისტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებობს მრავალგეგმური ე.წ “სახელმწიფოთაშორისი” თანამშრომლობა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია უსაფრთხოების სფერო, თუმცა ამის მიუხედავადაც საზღვაო ბაზის გახსნა დღის წესრიგში არ დგას.
საპირისპიროს ამტკიცებდა სულ რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია. ბჟანია ამბობდა, რომ ოჩამჩირის ყურეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი დისლოცირების პუნქტის გახსნისთვის საჭირო შეთანხმებაც კი უკვე გაფორმებული იყო.
 აღნიშნულ თემაზე აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრთან შინაგანი ჯარების ყოფილმა სარდალმა, გენერალმა გია შერვაშიძემ ისაუბრა.

იხილეთ ვრცლად:



 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად