სიახლეები

08 აგვისტო, 2024

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და მთავრობის წევრებმა,აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლება მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.


2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფელი გაანადგურეს. საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომიდან 16 წლის შემდეგ, რუსეთი ისევ არ ასრულებს 12 აგვისტოს შეთანხმებას, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას და ყოველდღიურად უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

იხილეთ ვრცლად:

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად