სიახლეები

06 აგვისტო, 2024

ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 პირი გადმოასვენეს


აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედრო პირები დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება გახდა შესაძლებელი.

მათგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.

4 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე  დაკრძალეს, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

იხილეთ ვრცლად:

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად