სიახლეები

25 ივლისი, 2024

პროექტი "საზღვრებს მიღმა" დაიწყო


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა  თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი 25 ივლისიდან პროექტს-„საზღვრებს მიღმა“ მასპინძლობს. პროექტის ფრაგლებში  დევნილი და ემიგრაციაში მყოფი 60-მდე მოზარდი აქტიურად ჩაერთვება ისეთი ტიპის ღონისძიებებში, რომლებიც ფოკუსირებულია მათ პიროვნულ განვითარებაზე. პროექტის  ფარგლებში დაგეგმილია თეატრალური , საგანმანათლებლო და რეკრეაციული აქტივობები.
„საზღვრებს მიღმა“ პროექტმა სტარტი 25 ივლისს აიღო და 30 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება.  ღონისძიებები ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის და ამსტერდამის  ჯვართამაღლების ტაძრის დაარსების 10 წლის იუბილეს ეძღვნება.
 პროექტი აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში  აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ ფინანსური მხარდაჭერითა და ნიდერლანდების  ქართული კულტურის  ცენტრის ინიციატივით მიმდინარეობს.

იხილეთ ვრცლად:


 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძე დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო

ვრცლად

Item 1

12 აგვისტო, 2026

დევნილ მოქალაქეთა მისაღები ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას

ვრცლად

Item 1

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ვრცლად