სიახლეები

19 ივლისი, 2024

19 ივლისს თამაზ ნადარეიშვილის 70 წელი შეუსრულდებოდა-სპეციალური რეპორტაჟი


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარეს დღეს, თამაზ ნადარეიშვილს დღეს 70 წელი შეუსრულდებოდა.

ადამიანი, რომელმაც შეძლო საერთაშორისო არენაზე გაეტანა სიმართლე აფხაზეთზე და გაძღოლოდა საინფორმაციო ომს.

თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

თამაზ ნადარეიშვილი არის ასევე აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე მონოგრაფიის და მრავალი პუბლიკაციის ავტორი.

რა გზა განვლო და როგორ იხსენებენ მას კოლეგები და ოჯახის წევრები ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტში



 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად