სიახლეები

18 ივლისი, 2024

ჟურნალ "რიწის" სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომრის პრეზენტაცია


 აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ჟურნალ “რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
 ახალი, ორენოვანი ნომერი გამორჩეულია თავისი შინაარსობრივი თუ ვიზუალური თვალსაზრისით და მკვეთრად განსხვავდება დღემდე გამოცემული სხვა ნომრებისგან, როგორც თემატურად, ისე ჟანრობრივად. მასში განთავსებულ მასალათა უმეტესობა კი ექსკლუზიურია. აღნიშნული გამოცემა ითვალისწინებს თანამედროვე, სტანდარტებს, დღევანდელი მკითხველის მოთხოვნას, გემოვნებას, ჟურნალისტიკასა და ლიტერატურაში მიმდინარე ნოვაციებს. „რიწა“ 49-წლიანი ისტორიის მქონე გამოცემაა, მასში შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები, სულისკვეთება და ვიზუალური ელემენტებიც კი, რის გამოც, თანაბრად მისაღები და საინტერესო იქნება როგორც უფროსი თაობის, ისე ლიტერატურის მოყვარული ახალგაზრდა მკითხველისთვის. განახლებული „რიწა“ მეტად საინტერესო რუბრიკების ქვეშ დღესაც აერთიანებს ქართველ და აფხაზ პოეტებს.

იხილეთ ვრცლად:

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძე დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო

ვრცლად

Item 1

12 აგვისტო, 2026

დევნილ მოქალაქეთა მისაღები ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას

ვრცლად

Item 1

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ვრცლად