სიახლეები

12 ივლისი, 2024

დე ფაქტო აფხაზეთსა და მოსკოვს შორის ე.წ შეთანხმება-აფხაზეთის ანექსიის მორიგი მცდელობა


ტელეგრამ არხები რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობას შორის „შეთანხმების“ ტექსტს ავრცელებენ.

 

ე.წ. დოკუმენტის შინაარსი დაკავშირებულია რუსი იურიდიული პირების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში „საინვესტიციო“ პროექტების განხორციელებასთან. როგორც ე.წ. შეთანხმებაშია ნათქვამი საოკუპაციო რეჟიმი იღებს „ვალდებულებას“: იურიდიულ პირებს ანუ „რუს ინვესტორებს“ ე.წ. საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის მისცეს მიწის ნაკვეთის სარგებლობის „უფლება“. უფრო მეტიც ე.წ. შეთანხმებაში, ასევე ნათქვამია, რომ „ინვესტორებს“ ე.წ. საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას შექმნილ ობიექტზე ექნებათ საკუთრების „უფლება“.

 

 ე.წ. სამოქალაქო აქტივისტი თენგიზ ჯოპუა აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ქმნის უპრეცედენტო უპირატესობას უცხოელი ინვესტორებისთვის, რასაც ვერც ერთი ადგილობრივი ვერ გაუწევს კონკურენციას.

 

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრთან საუბარში ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა აღნიშნავს, რომ ეს არის რუსეთის მცდელობის გაგრძელება, რომ საბოლოოდ დაიკანონოს აფხაზეთის ტერიტორია და გადააქციოს მის ერთ-ერთ გუბერნიად.

იხილეთ ვრცლად:

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

11 სექტემბერი, 2026

თამარ კობერიძის წიგნის, „აფხაზეთი, ლიტერატურულ-ისტორიული პარადიგმები“, პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

10 სექტემბერი, 2026

13 სექტემბერს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ვრცლად

Item 1

08 სექტემბერი, 2026

აფხაზეთის ა.რ უმაღლესმა საბჭომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობა განაახლა.

ვრცლად