სიახლეები

28 ივნისი, 2024

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდი


25-26 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გააკეთდა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე. კერძოდ , რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნებაზე.

იხილეთ ვრცლად:

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძე დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო

ვრცლად

Item 1

12 აგვისტო, 2026

დევნილ მოქალაქეთა მისაღები ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას

ვრცლად

Item 1

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ვრცლად