სიახლეები

21 ივნისი, 2024

როგორ ძალადობენ აფხაზი ე.წ სამართალდამცველები მოქალაქეებზე?! ფაქტს ექსპერტ-ანალიტიკოსები ეხმაურებიან


 აფხაზურმა ტელეგრამ არხმა სოხუმის ე.წ მილიციის თანამშრომლის მიერ მამაკაცის ცემის კადრები გამოაქვეყნა. მოგვიანებით ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია რომ ძალა გამოიყენა ახალი რაიონის განყოფილების თანამშრომელმა ,მანჩო კიახბამ, რომელიც დაკავებულს სხვა პოლიციელების თანდასწრებით ურტყამდა. როგორც ირკვევა ფაქტი მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ბრძანება ფაქტზე შიდა გამოძიების ჩატარების შესახებ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ე.წ ძალოვანები მოქალაქეებზე ძალადობენ. 43 წლის თემურ კარბაია, რომელიც დედასთან ერთად გალში ცხოვრობდა, სწორედ ე.წ მილიციელების სასტიკი ცემის შედეგად მიყენებული ტრავმებით გარდაიცვალა. დაკავებული მილიციელები რამდენიმე თვის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
 
ამ ფაქტს ქართველი ექსპერტ-ანალიტიკოსები ეხმაურებიან

იხილეთ ვრცლად:

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად