სიახლეები

24 მაისი, 2023

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ახალი ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა


23 მაისს, წმინდა მოციქულის სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთის დღის კვირეულის ფარგლებში,  სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ახალი ტაძრის მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი.
სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის   მშენებლობა საქართველოს სათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით, ფონდ „კანანელისა“ და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ინიციატივით ხორციელდება.   ტაძარი  1990-იან წლებში განვითარებულ საომარ მოქმედებებში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების მოსახსენებლად შენდება. სადაც აღვლენილ იქნება ლოცვები დაპირისპირებაში მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენლის სულის განსანათლებლად, შერიგებისა და საყოველთაო მშვიდობის დასამყარებლად.
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ და წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ტაძრის საძირკველი აკურთხეს და ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.სამების საკათედრო ტაძარში წირვასა და ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიას   საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ომის ვეტერანები ესწრებოდნენ.

https://youtu.be/hhHHnwzHZpw

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძე დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო

ვრცლად

Item 1

12 აგვისტო, 2026

დევნილ მოქალაქეთა მისაღები ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას

ვრცლად

Item 1

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ვრცლად