სიახლეები

24 მაისი, 2023

აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებს ,,ლისი დეველოპმენტმა” საჩუქრად 20 კომპიუტერი გადასცა


აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც “დისტანციური სკოლის” პროგრამაში არიან ჩართული   „ლისი დეველოპმენტმა“ საჩუქრად 20 კომპიუტერი გადასცა.

პროექტმა მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი და პოპულარობა მოიპოვა.  მის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს  შეუძლიათ სამი საგნობრივი მიმართულების – ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენისა და ხელოვნების ისტორიის  შესწავლა განსხვავებული, არაფორმალური მეთოდებით.

 დისტანციური სკოლის“ მიზანია აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ზოგადი განათლების ამაღლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა. მოსწავლეები  ცოდნის გაღრმავებასთან ერთად ეუფლებიან კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების უნარ-ჩვევებს  თამაშით სწავლებისა და ანალიზის მეთოდების გამოყენებით.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

07 ოქტომბერი, 2026

სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის" გლდანის ფილიალში დევნილი მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო აქ...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად