სიახლეები

29 მაისი, 2024

დე ფაქტო აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას" ოდისეი ბიგვავა შეასრულებს


 აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ მოვალეობას „მინისტრის მოადგილე“ ოდისეი ბიგვავა შეასრულებს.შესაბამის განკარგულებას აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ 2024 წლის 28 მაისს მაოწერა ხელი, წერს „აფსნიპრესი“.


7 მაისს, მას შემდეგ, რაც ბჟანიამ „ საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლა, პოსტს დროებით მისი მოადგილე ირაკლი ტუჟბა იკავებდა.

შეგახსენებთ,  ინალ არძინბამ დაწერა, რომ თანამდებობა სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით დატოვა და რუსეთში ტელეწამყვანი გახდა.


 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად