სიახლეები

25 მაისი, 2024

მუსიკალური ფესტივალი "into the open" სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში


  სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა აფხაზეთის  დღესთან დაკავშირებით ევროპული მუსიკის დღეებს უმასპინძლა. „into the open“ - ევროპული მუსიკალური ფესტივალია ბერლინში, რომლის მიზანია კლასიკური მუსიკის გაცოცხლება ახალ საინტერესო გარემოში და „მულტიმედიური საკონცერტო გამოცდილების“ შექმნა.
  სამი დღის განმავლობაში სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენას ცნობილი მევიოლინე მიხაილ ბარენბოიმი და ბარენბოიმ-საიდის აკადემია, რეჟისორი და გამომცემელი ანა მიულერი, ამერიკული ცეკვის თეატრის „ელვინ ელის“ სოლისტი ეშლი გრინი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები იკავებდნენ.
  კონცერტს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ვრცლად:

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძე დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო

ვრცლად

Item 1

12 აგვისტო, 2026

დევნილ მოქალაქეთა მისაღები ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას

ვრცლად

Item 1

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ვრცლად