სიახლეები

21 მაისი, 2024

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა


    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

  სხდომაზე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა განიხილეს მთავრობის დადგენილების პროექტები აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ცალკეული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაქვემდებარების ცვლილებების თაობაზე.

  მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  - „სულიერების ცენტრის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ“ და  მთავრობის განკარგულების პროექტი  „სულიერების ცენტრის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 31 იანვრის მეათე  განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

  სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებსა და მათდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში, ასევე მთავრობის აპარატში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის კუთხით არსებული მდგომარეობისა და დაგეგმილი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

 


იხილეთ ვრცლად:

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძე დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო

ვრცლად

Item 1

12 აგვისტო, 2026

დევნილ მოქალაქეთა მისაღები ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას

ვრცლად

Item 1

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ვრცლად