აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
20 მაისი, 2024
"სამირას დღიურების" პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
მე ვარ სამირა, 19 წლის - ასე იწყებს აფხაზი გოგონა
თავის დღიურთან საუბარს. სამირა მისი ნამდვილი სახელი არაა, მაგრამ ნამდვილია
ფიქრები, ემოციები და დეტალურად აღწერილი ყოველდღიურობა, რომელიც ომისშემდგომ
აფხაზეთში გვამოგზაურებს.
ამბავი ასე დაიწყო- ჟურნალისტ ქეთი ხატიაშვილს
გაუჩნდა იდეა, ჩვენც გვყოლოდა ჩვენი დროის ანა ფრანკი. ჩანაფიქრი კოლეგას, ჯილდა
მაჭავარიანს გაუზიარა და ერთობლივი მოქმედების შემდეგ „სამირას დღიურებიც“ დაიბადა
და აფხაზეთიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დახმარებით აფხაზი გოგოს დღიურები
წიგნად გამოიცა.
იხილეთ ვრცლად:
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2026
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
20 ნოემბერი, 2026
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე