აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
31 მაისი, 2023
უმაღლეს საბჭოში იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს
უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს , რომელმაც პასუხები გასცა დეპუტატების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებზე.
შეკითხვები ეხებოდა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სხვადასხვა სახის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისა ჩატარებას და დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხს.
მოსმენის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე მსჯელობის ძირითადი ნაწილი დევნილთა წინაშე წამოჭრილ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს შეეხებოდა.
დისკუსიაში ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის მკვიდრთათვის გამარტივებული გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ წინადადებებსა და მოსაზრებებზე.
მსგავსი სიახლეები
07 ოქტომბერი, 2026
სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის" გლდანის ფილიალში დევნილი მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო აქ...
05 ოქტომბერი, 2026
პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...