სიახლეები

01 ივნისი, 2023

სამშენებლო კომპანია “ანაგმა” აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცა


აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებს , რომლებიც აფხაზეთის  განათლებისა და კულტურის სამინისტროს – “დისტანციური სკოლის“ პროგრამაში არიან ჩართული  სამშენებლო კომპანია „ანაგმა“  საჩუქრად  კომპიუტერები გადასცა.

პროექტმა მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი და პოპულარობა მოიპოვა . მის ფარგლებში  აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებს  შეუძლიათ სამი საგნობრივი მიმართულების – ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენისა და ხელოვნების ისტორიის  შესწავლა განსხვავებული, არაფორმალური მეთოდებით.

 დისტანციური სკოლის“ მიზანია აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ზოგადი განათლების ამაღლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა. მოსწავლეები  ცოდნის გაღრმავებასთან ერთად ეუფლებიან კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების უნარ-ჩვევებს  თამაშით სწავლებისა და ანალიზის მეთოდების გამოყენებით.

 

https://youtu.be/icSPVxL7OT8

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად