სიახლეები

29 თებერვალი, 2024

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „აღმასრულებელმა ხელისუფლებამ“ წინასწარ უნდა აცნობოს ე.წ. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის განზრახვის შესახებ


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „აღმასრულებელმა ხელისუფლებამ“ წინასწარ უნდა აცნობოს ე.წ. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის განზრახვის შესახებ.
„საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ ცვლილებები „დეპუტატებმა“ ე.წ. კანონში 28 თებერვალს შეიტანეს, ამის შესახებ იუწყებიან ტელეგრამ არხები.
დოკუმენტის წარდგენისას, „საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ“ ალხას ბარციცმა განაცხადა, რომ სოხუმის სახელით დადებული ხელშეკრულების პროექტი, „სახალხო კრებას“ ხელმოწერამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე 10 დღით ადრე უნდა გადაეცეს დასამტკიცებლად.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, „კანონის“ მიღებას ეწინააღმდეგებოდა ბატალ აიბა, რომელიც გასულ კვირას „პარლამენტში პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენლად“ დაინიშნა.

მანამდე, როგორც გამოცემა წერს, აფხაზური საზოგადოება „საერთაშორისო ხელშეკრულების“ გაფორმების შესახებ მხოლოდ მისი ხელმოწერის შემდეგ იგებდა. კერძოდ, საუბარია „ბიჭვინთის შეთანხმებაზე“, რომლის რატიფიცირება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს, გამთენიისას მოახდინა. იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად